" სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია "- კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს, პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებას ხელს ვერ შეუშლის.
„შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენს ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები აუცილებლად გადაეცემათ. რასაკვირველია, ეს ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ნაკრებს წარმატებულ თამაშში. მინდა მთელი გულით ვუსურვო მათ წარმატება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ ბიჭებო! ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
ასევე, მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმ გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს - 18, 22 და 26 ივნისს, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობს, საქართველოში დარჩენილ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა თბილისში, მესხის სტადიონზე ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს. აქ განთავსება ძალიან დიდი ეკრანები. ეს პროექტი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გავაკეთეთ და ძალიან საინტერესო იქნება. მინდა, ფედერაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
