" ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება " - თინა ბოკუჩავა
ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი ხმარდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას და ტყუილს ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი, ათჯერ უფრო მეტი, სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება, მათ შორის სამინისტროებს და სხვა უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის ისევ, რომ ემსახურონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, დაიცვან შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესები და ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ავიწყდება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
