" ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია " - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს, რომლის გამოც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია პრაქტიკულად გაყინულია. მისი სიტყვებით, მომავალ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილება საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების საპასუხო ზომების საკითხი.
პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ღრმა მწუხარებით უნდა ითქვას, "ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებაზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა".
„მომავალ კვირას, ევროკავშირი განიხილავს შედეგებს. ეს დისკუსია თავდაპირველად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შემდეგ, რამდენიმე დღეში კი, ლიდერების - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე განიხილება და გადაწყდება, რა ზომები შეიძლება მივიღოთ საქართველოში მოვლენების საპასუხოდ. ამ კანონის მიღებამ უარყოფითად იმოქმედა და, როგორც ვხედავ, გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია, რადგან, მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ერთსულოვნებას და თქვენ ყველამ უკვე მოისმინეთ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი არ გახსნიან საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ამ კანონის მოქმედების შემთხვევაში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის კითხვის პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" სტუმრობის შემდეგ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
