„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას" - ბექა ლილუაშვილი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, სუვერენულმა საერთაშორისო კომპანია “ფიტჩჩმა” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, რის მიზეზადაც სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური გაურკვევლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება დაასახელა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, შეფასებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობები გადაავადებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
“პოლიტიკურთან ერთად, უარესდება ქვეყნის ფინანსური კონკურენტუნარიანობაც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კლებამ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შემცირებამ და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შეჩერებამ ასევე გავლენა მოახდინა რეიტინგის გაუარესებაზე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ, უკვე ვნახეთ ლარის კურსის გაუფასურება, ფასების დონის ზრდა და ინვესტიციების მკვეთრი კლება - რაც უკვე აჩენს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის პრობლემებს.
თუმცა, “ქართული ოცნება” კვლავ ტყუილების პროპაგანდით აგრძელებს აირიდოს პასუხისმგებლობა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ დაძაბულობაზე. ამ დროს კი, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგები უარესდება.
მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში იმისთვის, რომ ერთად ჩამოვაშოროთ „ოცნების“ დაჯგუფება ერთპიროვნულ ძალაუფლებას. დღეს ეს ადამიანები ემსახურებიან არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ საკუთარი ქონების დაგროვებისა და დაცვის ინტერესებს, აგროვებენ კორუფციულ ფულს ჩვენი მომავლისა და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობის ხარჯზე”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
