"მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია " - მიხეილ სააკაშვილი
მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროპაგანდა: „ოღონდ ნაცები არა“ არის პროპაგანდა, ოღონდ განვითარება არა, ოღონდ წინ სვლა არა“.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ფართო. მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და მხარს ვუჭერ წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გაწირა საკუთარი სიცოცხლე, რათა საქართველო გადაერჩინა.
„ჯერ კიდევ იქნება დიდი პროვოკაციები, რუსული რეჟიმის მხრიდან. მე თავის დროზე ვიყავი ევროპული ტრიოს ინიციატორი. მე შევკარი ერთად მაშინ უკრაინა და მოლდოვა, საქართველომ შეკრა. როდესაც ამბობენ საქართველო ფლაგმანი იყო რეფორმებშიო, რატომღაც ჩუმად არის ის, ვინც შექმნა ეს წარმატება, თუ არა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, გეგონება არ ვარსებობდეთ. ვახსენდებით, როდესაც რაღაც შეცდომა, ან გადაცდომა ახსენდებათ. დღეს ამ ტრიოს ინიციატორი დაპატიმრებული გყავთ, გისოსებს მიღმა მიწევს განმარტებები. რამდენიმე თვე წარმოუდგენლად დაძაბული იქნება. გადაწყდება საქართველო დარჩება, თუ გაქრება. დაედგომება თუ საბოლოოდ უნდა გადაიხვეწონ. აქ უნდა დავრჩეთ, მე გავწირე ჩემი სიცოცხლე, ჩამოვედი აქ, რათა საქართველო გადამერჩინა, უამრავ უსიამოვნებას ველი,“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
