"მათგან „პოლიტიკურად ქალწული“ არავინ არ არის, ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით - ამდენს რას ფიქრობენ გაერთიანების გადაწყვეტილების მისაღებად, რომ საშველი არ დააყენეს, ვერაფრით ვხსნი " - იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე
მოგეხსენებათ, მათგან „პოლიტიკურად ქალწული“ არავინ არ არის - პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 8 ივლისს, 15-ში ან სექტემბერში ამ საქმეს ნათელი მოეფინება.
“ძალიან მაკვირვებს და მაოცებს ის ფაქტი, თუ რით ვერ დაწყვილდა ამდენი ხანი ეს ხალხი. მოგეხსენებათ, მათგან პოლიტიკურად ქალწული არავინ არ გახლავთ. ამდენს რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რომ ერთი წელია საშველი არ დააყენეს, მე უბრალოდ ვერაფრით ვხსნი ამ ამბავს. ვფიქრობ, რომ 8-ში, 15-ში ან სექტემბერში ნათელი მოეფინება ამ საქმეს.
რა ჰქვია ამას, როცა ყოფილი “ნაცები” ამბობენ, მიშა არ გვინდაო. ვიღაც ამბობს, რომ მე “ნაცებთან” არ ვითანამშრომლებო, მაშინ როდესაც 2 წლის წინ “ნაცების” მოადგილეობისთვის იბრძოდა. ამიტომ, ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულად გამოიყურება, მართლა ვერ ვხვდები, რა აქვთ დასაკარგი. პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით. ახლა რატომ აუტყდათ ამასთან დაკავშირებით მღელვარებები და შფოთვები, მე უბრალოდ ვერაფრით ვხსნი. ასეთ დროს კი, როცა არაფერი იხსნება, იცით, რომ ყველგან “ქოცების” ხელს ვხედავ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
