September 29, 2024

თავდაცვის მინისტრმა დეპუტატებს უწყებაში გატარებული რეფორმები გააცნო

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში დღეს ლევან იზორიას უსმენენ.

თავდაცვის მინისტრი კანონმდებლებს ბოლო პერიოდში უწყებაში გატარებულ რეფორმებს აცნობს.

დეპუტატებს კონკრეტული კითხვები აქვთ კორუფციის შესაძლო ფაქტებზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და მფრინავი ქალის ბრალდებებზე. 

ლევან იზორიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ მის უწყებაში კორუფცია არ არსებობს. მისივე თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

"თუ მათ აღელვებთ არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, ჯარი ყველასთვის ღიაა. გამოდის და ვიღაც ამბობს, ხორცი არაა ჯარში, შიმშილის პირასაა ჯარი, კორუფციული ინტერესების გამო ტენდერი ჩავარდა, როდესაც არ ჩაგვიტარებია აღნიშნული ტენდერი. კატეგორიულად გამორიცხეთ კორუფციის არსებობა თავდაცვის სამინისტროში!", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა კომენტარი ფინანსებთან დაკავშირებითაც გააკეთა და თქვა, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 850 ათასი ლარი დაზოგა. იზორიამ ყურადღება გაამახვილა "ჯაველინების" სისტემასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ სისტემა საქართველოში უკვე სრულად არის შემოსული.

ყურადღება გამახვილდა ახალწვეულების შესახებაც. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, უწყება მაქსიმალურად დახვეწს წვევამდელთა სისტემას. მან ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რაც წვევამდელების კუთხით გატარდა და ამ კონტექსტში გაზრდილი ხელფასი და უქმე დღეების გამოყენების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. 

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ და თქვა, რომ ნატოსთან ურთიერთობის 27-წლიანი ურთიერთობის ფარგლებში საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი დინამიური, პოზიტიური და მასშტაბური, როგორიც დღეს არის.

მინისტრის მოსასმენად სხდომათა დარბაზში შესვლა სურდა მფრინავ ეკა ქვლივიძეს, რომელიც თავდაცვის უწყებას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, თუმცა უფლება არ მისცეს. ის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად იყო მისული. მისი შეშვება დეპუტატმაც ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. 

მინისტრმა ეკა ქვლივიძესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მის გადამზადებაშიდაიხარჯა 49 ათასი დოლარი და კონტრაქტის მიხედვით, ის 8 წლის განმავლობაში სამხედრო მფრინავი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უნდა ყოფილიყო.

imedinews.ge

წაკითხვა 745 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.