,,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს"- ალექსანდრე ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე „საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს.
„გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქცევის ყველანაირი წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენთან ძალიან ახლოს, კოსტიუკოვიჩის რაიონში“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუსში ეჭვი აქვთ, რომ საქმე უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება.
„ისინი უკრაინიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევით გაფრინდნენ. ჩვენ სამიზნეები ბელარუსის ტერიტორიაზე გავანადგურეთ, დანარჩენი (რუსეთთან საერთო საჰაერო თავდაცვა გვაქვს) რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამიზნეები იაროსლავლის მახლობლად გაანადგურეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
