„ილიას გზა“ უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი"- მამუკა ხაზარაძე
უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავი, კარგად ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, ან რაშიც ვიქნებით კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით - ილიასეული გადააზრებაა საჭირო იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა და მოღვაწეობა - „ილიას გზა“ უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი,- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა.
როგორც ის აცხადებს, საქართველოს დღეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის თავიდან შეცნობა და ერის მისიის ხელახალი გააზრება სჭირდება.
„რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს? - ალბათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის თავიდან შეცნობა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი და ერის მისიის ხელახალი გააზრება - რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით, რა არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ფუნქცია 21-ე საუკუნის აბობოქრებულ მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები, ინოვაციები ასე სწრაფად ვითარდება და მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების მცდელობები მიმდინარეობს.
რა უნდა დაუპირისპიროს ამას ჩვენმა ქვეყანამ, რა რესურსი გაგვაჩნია რომ ასეთ მძლავრ კონკურენციას წინააღმდეგობა გავუწიოთ, რა გავაკეთოთ ისეთი, სადაც ჩვენს ქართულ კონტრიბუციას შევიტანთ მსოფლიოს კულტურულ, ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუ ამას დროზე არ გავაკეთებთ, უბრალოდ გავქრებით, იმიტომ რომ, თუ რამეს არ ქმნი და არ გასცემ, ესე იგი არ ვითარდები. თუ არ ვითარდები, საინტერესო არ ხარ, არავის სჭირდები, ესე იგი დეგრადირდები, ესე იგი შენი პროდუქტი ან სერვისი არ სჭირდებათ, ხდები „აუტსაიდერი“.
სწორედ ამიტომ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავი, კარგად ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, ან რაშიც ვიქნებით კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით. დიახ, მსოფლიო მასშტაბით - სხვა დონე არ გვაწყობს!
ილია სწორედ ამაზე წუხდა, სწორედ ამ ფუნქციას ეძიებდა ჩვენი ერისთვის, ამიტომ ავირჩიეთ ჩვენს გზამკვლევად და გეგმად "ილიას გზა". სწორედ ილიასეული გადააზრებაა საჭირო იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა და მოღვაწეობა. "ილიას გზა" უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი. "ილიას გზა" და ხედვები უნდა დავუდოთ საფუძვლად განათლებას, გულიანად და ხარისხიანად შრომას, ევროპულ ოჯახში ქართული ფერების შეტანას და იმის გააზრებას, რომ ამის კეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და სხვას არავის!
ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, როცა ნათლად დაინახავენ, თუ როგორ ვირჯებით ჩვენი ქვეყნის აღორძინებისა და გამარჯვებისთვის. ევროპაა ჩვენი ადგილი - ასე ხედავდა ილია, ასე ვხედავთ ჩვენც. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!
„ილიას გზა“ – „ძლიერი საქართველო“!“,- წერს ხაზარაძე.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე