,,მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს თუ შეუძლია, ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს"- იაგო ხვიჩია
„გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადი გააკეთა.
მისი თქმით, მათი მესიჯი მისთვის გასაგები იყო და იმედი აქვს, რომ კოლეგებიც გაიგებენ.
„თქვეს, რომ ყველას შეხვდნენ და გვითხრეს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. მე ვთხოვე, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს სჭირდება ის არის, რომ შეთანხმდეს რამეზე, რაც უნდათ რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდეს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს თუ შეუძლია, ისინი ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს. მე ეს ვთხოვე, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი პოზიცია იყო, რომ თვითონ ისედაც ყველაფერს აკეთებენ, მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი - ქართველების გასაკეთებელია. უნდა დავსხდეთ და როგორც თვითონ გვესტუმრა ორპარტიული დელეგაცია და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის კრიტიკოსები არიან, ჩვენს საქმეს ერთად აკეთებენ, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ოღონდ ჩვენი თავისთვის. მათი მესიჯი ჩემთვის ძალიან გასაგები იყო და იმედია ჩემი კოლეგებიც გაიგებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
