,,ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია"- ნინო წილოსანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ალეკო ელისაშვილის პარტიის კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით.
პირველი, ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას. ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია, რომელიც მარტივად ატყუებს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა მცირე დროით…შემდეგ რომელიმე სხვა პარტიაში გადახტება და სხვის ფულებს ამოეფარება.. პრინციპში, იმ ბრძენმა კაცმა რომ დაარიგა ალეკო არ “შეგეშალოს” ( კულტურულად დავწერ ) რამეო, ყოველ ჯერზე, აშკარად ამ კაცის შიშს ამართლებს…
მეორე კი, ლევან ცუცქირიძეა, რომელიც კარგად გემახსოვრებათ. ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა… ფაქტია, მისთვის ქართული ღირებულებები არაფერს წარმოადგენს, „ნაცების“ მსახური იყო თავის დროზე, მათ ფაშისტურ იდეებს ემსახურებოდა და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება. მთელი ეს პერიოდიც სწორედ ამას ემსახურებოდა თავისი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით და უცხოური დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან “გაუპრავა” პარალელური დათვლებით 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები. ეტყობა სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო მიიწვია “ლელომ” 2024 წლის არჩევნებშიც.
დარჩენილ ორზე არაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ცუცქირიძე და ალეკო მათი პარტიის კოლექტიური სახეა” - წერს ნინო წილოსანი.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
