"გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს" - გურამ მაჭარაშვილი
გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, გადაჯგუფებული პარტიები ვერ ამბობენ, რა განასხვავებს და რა ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, როგორც ვწინასწარმეტყველებდით. მათ შორის, ვამბობდით, რომ ბევრ ნაწილად იქნებოდა დაშლილი. ახლა სურთ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც ერთი იდეა აქვთ. ვერ ამბობენ, რა განასხვავებს და რა ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერს. რატომ ემიჯნება "ახალი", "ლელო", "გირჩი ჯაფარიძე", გახარია და ა.შ. ხალხი მათ აღიქვამს, როგორც დაშლილი "ნაცმოძრაობა". გასაგებია, რომ ხალხში არ მიესვლებათ და შეხვედრებიდან აგდებენ. საზოგადოებას ეუბნებიან, როცა ერთიანი ვიყავით და რაც დაგაკელით ბიზნესის რეკეტის, ომის თვალსაზრისით, ახლა ამის უფლება ცალ-ცალკე მოგვეცით და იმ უბედურებას გავაგრძელებთ, რასაც ერთად ვაკეთებდითო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაო“.
გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შეიყვანს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
