,,პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს ჩეხეთთან მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს"- კახა კალაძე
„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, თითქოს მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულიად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება.
არ შევალ დეტალებში, არ გავაკეთებ განცხადებას ამ სპეკულაციებზე. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა შესაბამისი განცხადებით და მეტს ვერაფერს დავამატებ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, ამიტომ ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს.
ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა გაცნობოთ, რომ 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, იქნება დიდი ეკრანი და ყველა პირობა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს ემოციების გაზიარება და საქართველოს ნაკრების ქომაგობა“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 27 223 გულშემატკივარზეა გათვლილი. აღნიშნულმა ფაქტმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, კერძოდ, ისინი მოითხოვდნენ მატჩი ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართულიყო, რომელიც 54 139 გულშემატკივარზეა გათვლილი. საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა. მატჩზე დასასწრები სულ 25 000 ბილეთი იყო, რადგან 7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
როგორც მმართველ გუნდში განამარტავენ, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი „ამორტიზებულია, მდგრადობის შესაძლო პრობლემით“. დინამო არენამ კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა - ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“