,,როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და საათებით „მარიაჟობა“ უხერხულობას უნდა გიქმნიდეს"- ირაკლი ნადირაძე
„კახა კალაძეს ავიწყდება, რომ ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანია, სადაც ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად უფასო სასადილოების რიგში დგას, რადგან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, უბრალოდ, შიმშილობენ;
სადაც პენსიონერებს გაძვირებული ცხოვრების გამო, ელემენტარული, წნევის წამალი ვერ უყიდიათ და იხრჩობიან საპენსიო სესხებში. ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემაა და ამ დროს, „იმარიაჟო“ ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით, მითუმეტეს, როდესაც არაერთ კორუფციულ სკანდალში ხარ მხილებული, ეს, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არც კალაძეს და არც „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ ჩვენი მოსახლეობის გაჭირვება, გაძვირებული ცხოვრება და ის უამრავი პრობლემა, რის გამო ადამიანები გარბიან საზღვარგარეთ და საკუთარი ოჯახების დატოვება უწევთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საზრუნავი არა ხალხის კეთილდღეობა და მათი პრობლემების მოგვარება, არამედ საკუთარ მილიონებზე, მილიონების დამატება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
