,,არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად"- მამუკა ხაზარაძე
„არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!
ჩვენ ჩვენი კანონები გვჭირდება - დემოკრატიული, სამართლიანი, განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორც ეს რუსული კანონი - უკან, ჭაობში რომ გვაბრუნებს, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, კლავს ინიციატივას და გარე სამყაროსთან კავშირს!
რუსეთის აგენტები დღეს მთავრობაში გვყავს - მეტი ლუსტრაცია მათ აღარ სჭირდებათ - ხალხმა უკვე იცის სიმართლე!
26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში!
მომავალი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ახლოსაა!“ - მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
