,,რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი"- ირაკლი ზარქუა
მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში - რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი - მოდი, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში პრეზიდენტს უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს”.
„რაც შეეხება მადამ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - რუსეთი ოკუპანტია, ხოლო მან თავისი იმ განცხადებებით, რაც თავის დროზე გააკეთა, მოგვიწია თავისმართლება საერთაშორისო სასამართლოში. ასე რომ მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში - რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ რომ მიუღებლად მიაჩნიათ ქართულმა საზოგადოებამ. ძალით აგირჩიეთ ჩვენი ლიდერების ფოტოებით. ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც სინდისი და ღირსება გააჩნია, გადადგებოდა და იტყოდა. მოდით, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში - 0. შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის შესახებ გსმენიათ, იცით, მაგრამ უტიფრად მაინც რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან იქონიეთ თქვენი საბოლოო პოლიტიკური ადგილსამყოფელი - ეს ხართ თქვენ. უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ იქ. ასე რომ, 26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში თქვენც ამ უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ”, - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.
ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე