November 23, 2024

"ხელისუფლების სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს"

მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი, ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი ამოცანა არა ხალხის დასაქმება, არამედ ევროპის გათავისუფლებაა მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდშიც 1 მილიონმა ქართველმა ქვეყანა დატოვა, აღნიშნულ თემებზე არ უნდა საუბრობდეს.

“მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი და ის 14 - მილიარდიანი დახმარება, რომელიც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ხელისუფლება საუბრობს, რომ თურმე მათი ამოცანაა, არა ხალხის დასაქმება და ქართველი ემიგრანტების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, არამედ ევროპის გათავისუფლება მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

როგორ შეიძლება, ამას საუბრობდეს ხელისუფალი, რომლის მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ქართველი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს და იმ სიკეთეებს, რასაც 14 მილიარდი ევრო მოუტანს საქართველოს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

წაკითხვა 99 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.