,, ამაზე დიდი სიბინძურე რა უნდა იყოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება"- კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რამაც დავით კეზერაშვილი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.
„მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა ამ წლების განმავლობაში პენსიონერებს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი ადამიანია დაკავებული. კეზერაშვილის დაკავებას რაც შეეხება, ალბათ რაღაც დონეზე სჭირდებათ და იყენებენ რაღაცისთვის. საქმე ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა. ამაზე დიდი სიბინძურე რა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
