,,ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან"- კახა კალაძე
ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვერანაირი ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, იმიტომ, რომ ძირითადად ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია. ის რას უნდა დააკვირდეს? პირიქით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ექნებათ დაპირისპირების და პროვოკაციების მოწყობის მცდელობა. ეს ხომ ახალი არ არის ჩვენთვის? გამოვლილი და ნანახი გვაქვს. აგერ, პარალელური დათვლების შედეგები გააყალბეს, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა. რომ არ გვენახა ეს გაყალბებული მონაცემები, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები გააყალბეთო, რათა ქვეყანაში დაპირისპირება და რევოლუცია მოეწყოთ. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას საერთაშორისო შეფასებებზე, კალაძე პასუხობს:
„მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. როგორ შეიძლება, კოლექტიური გიგაურ-ლომჯარიების განცხადებები იყოს ფასეული? ადამიანები იძახიან, არასამთავრობო სექტორი ვართო და მიტინგებს აწყობდნენ, პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა ავიღოთ მმართველობაო. ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აცხადებს კახა კალაძე.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
