,,როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ, დღეს რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ"- კახა კალაძე
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ.
„სიძულვილს და ბულინგს რაც შეეხება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” თანმდევი პროცესი. მე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე” ვსაუბრობ, იმ რადიკალურ დაჯგუფებაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციად გვევლინება. რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. თუნდაც, მაგალითად, ახლა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარვუდგინეთ, ყველამ ნახა, როგორი თავდასხმები მიდიოდა ჩვენს გმირ და ღირსეულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, სპორტსმენებზე. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” თანმდევი პროცესი, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ, გალანძღონ, დააბულინგონ, სტრესში ჩააგდონ. ადრე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ ადამიანებს, დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ, სამწუხაროდ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მცდელობას, ხელი შეეშალა „ქართული ოცნების” ღონისძიებისთვის, თბილისის მერი ამბობს, რომ ვინც ამ ფორმით მოქმედებს, 26 ოქტომბერს საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს.
„სამწუხაროა, რომ კიდევ წარსულში არიან ჩარჩენილები და ფიქრობენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, საზოგადოებასთან შეხვედრისას ამა თუ იმ პარტიისთვის ხელის შეშლით შეუძლიათ რაღაც ბენეფიტები მიიღონ. წარმოუდგენელია უბრალოდ. მხოლოდ და მხოლოდ მინუსები და ნეგატივი შეიძლება მიიღოს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ”. დღეს ქვყეყანაში გვაქვს თავისუფალი გარემო, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს შეუძლია, აწარმოოს საარჩევნო კამპანია და არ არის სწორი ეს ხელის შეშლები, მივარდნები, შეურაცხყოფის მიენება და ასე შემდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვინც ამ ფორმით მოქმედებს, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
