" სალომე ზურაბიშვილი თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს, პარტიებს აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ - „ქართულ ოცნებაში“ კი ძალიან არიან შეშინებული " - რომან გოცირიძე
სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს , - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემრომან გოცირიძემ პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის განცხადების თაობაზე თქვა, რომელიც კოალიციის „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეხება.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენენ იმ ამომრჩევლების ინტერესებს, რომლებიც არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები.
„ერთი წელია, ამ მოწოდებებს ვაკეთებ და მაშინ წარმოუდგენელი იყო ოთხი ბლოკის ჩამოყალიბება, როდესაც ყველა ამბობდა, რომ ცალკე გავა და ყველა გადალახავს 5%-იან ბარიერს.
ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მსხვილი ოთხი ბლოკის სახედ გაჩნდა ამ არჩევნებამდე.
„ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენენ იმ ამომრჩევლების ინტერესებს, რომლებიც არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები.
ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, დაინახეს ამ პარტიის ღალატი. ფაქტობრივად, ისინი დღეს არიან მზად, რომ მხარი დაუჭირონ ისეთ ბლოკს, რომელიც უკვე მათ ინტერესებს გამოხატავს, ოღონდ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ან მისი წარმომავლობის პარტია. ჩემი აზრით, ეს ფლანგი გაძლიერდება. მაგრამ, როდესაც აპელირებენ, რომ ოთხივე ბლოკი გადალახავს, კვლევები ამას აჩვენებს, სამწუხაროდ, ეს კვლევები დღეს ისეთ ფორმას იღებს, რომ გამოყენებულია შიდა კონკურენციისათვის და კვლევების ბრძოლა მიმდინარეობს.
საქართველოს არჩევნების ისტორიაში, გარდა ერთი ჩაშლილი არჩევნებისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიას გადაელახოს მაღალი ბარიერი, როცა იყო 7%-იანი ბარიერი. დღესაც არსებობს დიდი რისკი, რომ ოთხიდან ერთი დარჩეს ბარიერს მიღმა.
„ქართულ ოცნებაში“ ისედაც ძალიან არიან შეშინებული, თუმცა გაერთიანება რისკებს დააზღვევს, რომ შესაძლოა, რომელიმემ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ეს ბევრჯერ გვინახავს - არჩევნებამდე 15%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდათ კვლევებით და შემდეგ ბარიერს მიღმა დარჩენილან. არჩევნები ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელობით. კვლევებს რომელი პარტიაც ატარებს, იმ პარტიისთვის, რატომღაც, ყოველთვის კარგი შედეგი ჩანს გამოკითხვებში. კვლევებით გატაცებამ არ გამოიწვიოს სიფრთხილის მოდუნება.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
