" არ ვიცი, რა ესაქმება პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში " - პოლიტიკა კახა კალაძე გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე

„გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში რატომ არის ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

„არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაც ცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება. უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არც მოსწონთ. რეალურად ერთმანეთს მსოფლმხედველობითაც აცდენილები არიან – ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე – „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება, უბრალოდ ორივე მათგანის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან. სურვილი აქვთ, რომ ამ გაერთიანებით, როგორმე ბარიერი გადალახონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წაკითხვა 116 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.