,,სახესაც დავკარგავთ, რომ არ წაგვართვან ჩვენი ევროპული მონაპოვარი"- ხათუნა სამნიძე
რა არ გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქალების, ვინც აქტიურად არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით, პოლიტიკაში, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, ყველას ახსოვს „გაშავების“ კამპანიები ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, განცხადებები, რომ ოპოზიციონერებმა სახე დაკარგეს. სამნიძის განცხადებითვე, ისინი სახესაც დაკარგავენ და მთელ ენერგიას მიმართავენ ევროპული მონაპოვრის შენარჩუნებისათვის.
„ყველას გვახსოვს „გაშავების“ კამპანია ელენეს წინააღმდეგ, ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, ქალების წინააღმდეგ. რა არ თქვეს ჩვენზე – სახე დაკარგეს და ა.შ. კი, სახესაც დავკარგავთ და ყველა ჩვენს ენერგიას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ წაგვართვან ჩვენი ევროპული მონაპოვარი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
