თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა.
„არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს.
თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ, იმიტომ, რომ ამ სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ, იქ მსახიობად ვმუშაობ…. დამიბარეს, მივდივარ და ძალიან მალე როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიის მეექვსე ნომერია.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს