" რა მოსწონს და რა არა, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს " - ევროკავშირის ელჩის განწყობებზე - კახა კალაძე
საარჩევნო ბანერებზე რეალობაა აღბეჭდილი - არ გვინდა ჩვენ ომი და მეორე ფრონტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეო-რგოლის სატელევიზიო ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ცუდი და უმძიმესია ის, რაც უკრაინაში ხდება.
„ხომ არ გგონიათ, რომ იმ კონკრეტულმა ტელევიზიებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება? დაავალეს და უთხრეს, ხომ?! ჰერჩინსკის საშუალებით გააჟღერეს ეს დამოკიდებულება, თუ როგორი ცუდია ეს ბანერები. რა არის იმ ბანერებზე? რეალობაა აღბეჭდილი, ხომ?! რა თქმა უნდა, ცუდი და უმძიმესია ის, რაც უკრაინაში ხდება - ის შედეგები, რაც ამ ომმა მოიტანა. მაგას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ომი და მეორე ფრონტი, რომელზეც მოწოდებები კეთდებოდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, ვინ არიან? ვისი დაფინანსებულია? ვის „მესიჯებს“ აჟღერებდნენ? ხალხს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რა არის ერთ მხარეს და რა არის მეორე მხარეს, რათა არჩევანის გაკეთება მარტივი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის შეფასებით, რამდენიმე ტელევიზიის მიერ მმართველი გუნდის საარჩევნო ვიდეო-რგოლის გაშვებაზე უარის თქმას სამართლებრივი და დასაბუთებული არგუმენტი სჭირდება.
„საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტულ ვიდეო-რგოლს რომ არ უშვებს ტელევიზია, ამას საფუძვლები სჭირდება. კონკრეტული არგუმენტები სჭირდება და არა ევროკავშირის ელჩის გამოსვლა და განცხადება, რომ „უიმე, რა ცუდია, მე არ მომწონს“. ეს არის სწორი დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ გეუბნებით, მონობას დაანებეთ თავი და ღირსეულები იყავით. ზოგად კონტექსტში ვამბობ - მონობა კატეგორიულად მიუღებელია. ქართველები ვართ, ამაყები ვართ და ვიღაცამ რაღაც გვიბრძანოს, არაა სწორი. ამ ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი და იურიდიული არგუმენტები, რომელიც არ არსებობს. ჩვენ რაღაცას ხომ არ ვიგონებთ?! კონკრეტულ ფაქტებზეა გამახვილებული ყურადღება, რომ არ გვინდა ის მდგომარეობა მივიღოთ, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. იმიტომ, რომ ვიცით რა შედეგები მოაქვს ომს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
