,,არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ქვეყნის მომავალს ეხება"- ნიკა მელია
ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ქუთაისში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.
მელიამ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩევლებს მოუწოდა, ყველა დაუბრუნდეს რეგისტრაციის ადგილს, რადგან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი, როგორც ყოველთვის. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს მართალი, როგორც ბევრი ისტორიული ქარტეხილის დროს ყოფილა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ბოდიში მოახდევინოს ყველას, ვინც თავის დახრას და ბოდიშის მოხდას გვთხოვს სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია! ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც არის სიმართლე და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ვართ.
26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და მშობლებს, რომლებიც იმსახურებენ მოესწრონ ბედნიერ, განვითარებულ, ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოს. ეს შეუძლებელია არ მოხდეს!
არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს არჩევნები ეხებათ ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს ეხება. არ ეხება არავის, ვინც პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?! ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის.
გთხოვთ, მოვინდომოთ და არ დავრჩეთ სახლში 26 ოქტომბერს. ყველა დავუბრუნდეთ ჩვენ ჩვენი რეგისტრაციის ადგილებს. ძალიან ბევრი ემიგრანტი მიდის ასობით კილომეტრის გასავლელად, რომ იქიდან შემოგვეხიდოს. ძალიან ბევრი იმერელი ცხოვრობს თბილისში, ან 25 ოქტომბერს, ან 26 ოქტომბერს ყველანი უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს. 26 ოქტომბერს, საღამოს 8:00 საათზე ყველამ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. 26 ოქტომბერს ყველას დაგვებრუნებინოს წარმატება, გამარჯვება, სიხარული, ბედნიერება და რწმენა საკუთარ თავებში “, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“