" უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან " - გია ვოლსკი
„ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან.
„არის ქვეყნები ჯგუფი, რომლებსაც, რასაკვირველია, ხელისუფლების შეცვლა აწყობთ, იმიტომ რომ ისინი ჰპირდებიან, რომ შეასრულებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ. და არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტი. აი ამ ვითარებაში, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი სამშვიდობო პოლიტიკას, სტაბილურობის პოლიტიკას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
