ცესკოს შენობასთან რკინის ღობეები პრევენციისთვის აღიმართა, რადგან გვახსოვს წინა წლების პრაქტიკა - გიორგი კალანდარიშვილი
ბოლო წლებია, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან მისთვის დაცვის დანიშვნის საკითხს.
კალანდარიშვილის განმარტებით, ცესკოს შენობასთან რკინის ღობე პრევენციის მიზნით აღმართეს, რათა არჩევნების შემდგომ თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული იყოს.
„ბოლო წლებია, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, როგორც ჩემს წინამორბედს, ასევე, მე, პირადად. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შედის განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის აქტი ემსახურებოდა იმას, რომ საარჩევნო პერიოდში განახლდა დაცვის ყოლის შემთხვევა. აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა.
მე არაფერი მაშინებს, გარდა დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული კამპანიისა. ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვინახავს არჩევნების პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამხდარა მსხვერპლი.
რაც შეეხება ცესკოს შენობასთან რკინის ღობის აღმართვას, ის პრევენციის მიზნით აღიმართა, რადგან ჩვენ გვახსოვს წინა წლების პრაქტიკები, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. ეს გავაკეთეთ თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ კარგად გვახსოვს და ეს მედია საშუალებებითაც გადაიცემოდა, როდესაც ის ღობე, რომელიც საპარკინგე სივრცეს შემოსაზღვრავდა, როგორ დააზიანეს. კარგად გვახსოვს ის მოწოდებები, რომლებიც კეთდებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში და რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მათ უსაფრთხოებას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
