" ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო - დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა " - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები პოზიტიურად აფასებენ ცესკოს მუშაობას და ორგანიზაციის პროფესიონალიზმს.
პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთი დამკვირვებლის, „ევროპის დამკვირვებლის ქსელის“ რიგებში „ისფედის“ ყოფილი ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე მუშაობს, რომლის ორგანიზაციამაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარალელური დათვლის "ყალბი შედეგები გამოაქვეყნა".
„ქალბატონი ელენე ნიჟარაძე ვითომ გადააყენეს და ამით დასაჯეს. რამდენიმე თვეში კი აღმოჩნდა ამ ორგანიზაციაში, თუ არ ვცდები მონტენეგროში არის მთავარი ოფისი. ამ ორგანიზაციას კი ზუსტად იგივე დონორი აფინანსებს, რომელიც „ისფედს“ აფინანსებს. აქაც სულელი არავინ არის. ასე რომ, აქაც თავს არავინ მოიტყუებს და დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
