აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სტომატოლოგიურ კლინიკა „ეუ დენტში” სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.
„მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოხატული თანადგომისთვის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა დროებით დევნილმა საზოგადოებამ მიიღოს სრულფასოვანი სერვისი. სამინისტრო მზად არის სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს დევნილებს მეტი სამედიცინო სერვისი მივაწოდოთ უფასოდ”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
სამინისტროს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობის დაწყება.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
