" სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობის პირია, აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს - დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას"- პრემიერი
სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯეოშნიცა“, არ ვიცი როგორც ჰქვია, მაგრამ თავისი თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ბრალდებებს ფაქტების გარეშე, „ზეპირად აჟღერებს“.
„რაც შეეხება პროკურატურას, თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ხედავთ, რომ საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა პროკურატურაში მისვლა და მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ. თუ არ მივლენ, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ისინი არჩევნებთან დაკავშირებით ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ. ერთი საინტერესო დეტალია ასევე, რაც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება, მის დაბარებაზე იყო საუბარი. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. იცით, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა მოქმედებს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული. არ შეიძლება ის რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოს საარჩევნო კამპანიაში ერთვებოდეს. სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ასახული. ახლა არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ვერავითარი ფასი და დატვირთვა ვერ ექნება.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
