„თანამდებობას“ ტოვებს ასლან ბჟანია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და “ოპოზიციის” წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგება, – ინფორმაციას ბჟანიას “პრესსამსახური” ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მოლაპარაკების შედეგებს ელოდნენ, რომელიც, დაახლოებით, 8 საათს გაგრძელდა და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას “გადადგომის” შეთანხმებით დასრულდა.
„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას ვაცხადებ “, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.
ასევე, შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები 19 ნოემბერს უნდა დაიშალონ, ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბჟანია „გადადგომაზე“ უარს განაცხადებს. დღეს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას „გადადგომის“ საკითხს განიხილავს, მის მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ყველა ე.წ. სამინისტროს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები თავიანთ „თანამდებობებზე“ რჩებიან.
სიახლეები
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია
