,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი

შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში. რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როდესაც ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს. სამზარეულოში დარჩენილი პროტესტი ელოდება დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომ გადაწყვიტოს დარჩეს სამზარეულოში, თუ გამოვიდნენ გარეთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ძალის დემონსტრირებას სჭირდება გარკვეული სინერგიის შექმნა, პროტესტი არსებობს, პროტესტი ახლა არის სამზარეულოებში. კონსოლიდირება იმიტომ არ ხდება, რომ სინერგიული ელემენტი არ არის შემოსული. სინერგიას გააჩენს ორი ფაქტორის სინქრონიზაცია. ეს არის შიდა დინამიკური და პერმანენტული პროტესტი, ასევე დასავლეთიდან კონკრეტული ქმედებები. ეს ადამიანები, ვისაც პროტესტის განცდა აქვს, იმდენად პარტიებს შორის კი არ აკეთებენ არჩევანს, რამდენადაც მათი მთავარი არჩევანი იყო დასავლური ორიენტაცია. ისინი მზად არიან ამისთვის იბრძოლონ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთის მკვეთრი პოზიცია, რომ ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს, არ ყოფილა, ეს ადამიანები ელოდებიან როგორ ჩამოყალიბდება დასავლეთი. თუ სასანქციო პოლიტიკა დაიწყო და მკვეთრი არაღიარება მოხდა, ეს იქნება საპროტესტო ტალღის ნიშანი, რომ უნდა გამოვიდნენ სამზარეულოებიდან და ტალღას უნდა შეუერთდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ იყო პარტიული არჩევანი, ეს იყო რეფერენდუმი. თუ დასავლეთმა თქვა, რომ არჩევნები გაყალბებულია, რამაც შეცვალა შედეგები და თუნდაც წერტილოვან სანქციებს დაიწყებენ, ეს იქნება წერტილი, როდესაც შიდა პროტესტი თვისობრივად გაძლიერდება, ადამიანები ჩათვლიან, რომ არჩევანი წაართვეს.

მეორე: რადგან ხელისუფლება მხოლოდ ძალას აღიარებს, ძალის კუთხით ეყრდნობა სისტემას, ივანიშვილი თვითონ ხომ არ დადის ხმლით ქუჩებში?! ის ეყრდნობა სისტემას -ძალოვანი სისტემა, სპეცსამსახურები, საჯარო სექტორი და ასე შემდეგ. ეს ძალოვანი სისტემაც უფრო პროევროპულია უმრავლესობაში. თუ სასანქციო პოლიტიკა დაიწყო, სისტემაში გაჩნდება კითხვები. სისტემას დღეს ხელისუფალი ეუბნება, მაინც ევროპაში მივდივართო, „ტრიუკებს“ ვატარებთ და ევროპაში მივდივართო. თუ სასანქციო პოლიტიკა დაიწყება, სისტემის კონტროლის თვალსაზრისთ ეს არგუმენტი ერთმევათ. სისტემაში სისტემური ჩუმი საბოტაჟი დაიწყება. შეიძლება დასავლეთმა გადაწყვიტოს, რომ დაუხუჭოს თვალები ხელისუფლებას. ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით. კობახიძის ბოლო ვიზიტი რას ემსახურებოდა?! იცოდა, რომ იზოლაციაში იქნებოდა, მაგრამ მისი ვიზიტის მიზანი იყო ევროპა დაერწმუნებინა, რომ ერთადერთი ძალა ისინი არიან, ოპოზიცია კი უვარგისია, არაფრის თავი არ აქვს, ცოტა ხანში შეცუნცულდებიან პარლამენტში. დასავლეთს უმტკიცებენ, კი, მე მამაძაღლი ვარ, მაგრამ ჩემთან უნდა ითანამშრომლო, სხვა არავინაა. დასავლეთშიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორც წესი ამ ტიპის ქმედებებზე სინქრონულად გადადიან ევროპა და შეერთებული შტატები. შეერთებულ შტატებში გარდამავალი პერიოდია და დაპაუზებულია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

მე შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში. ყოველდღე აქციები ატარო, თან როდესაც ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს (არც იყვნენ ქუჩაზე ორიენტირებული, სხვა ტიპის ლიდერები გვყავს) რთულია. სამზარეულოში დარჩენილი პროტესტი ელოდება დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომ გადაწყვიტოს დარჩეს სამზარეულოში, თუ გამოვიდნენ გარეთ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

„სჯობს ყველამ შეიკავოს თავი. ხიდების დაწვის დრო არ არის, ამით ნიჰილისტურ და სკეპტიკურ განწყობებს აძლიერებენ. პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისით დამაზიანებელია“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

წაკითხვა 143 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 21 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.