"დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი
“დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს. ესაა მთავარი მათი განმსაზღვრელი. ამიტომ აცდენილი არიან ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკური ოპონირების საკითხში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მაგალითად რუსეთისთვის სანქციების დაწესება – რა პლატფორმა ჰქონდა ოპოზიციას – ევროპას, უკრაინას უნდა რომ დავუწესოთ სანქციები, ამიტომ უნდა დავუწესოთო, მიუხედავად იმისა, რომ ამით დავანგრევთ ჩვენს ქვეყანას, რახან ევროპა ამას გვეუბნება უნდა დავუწესოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა გადავაყოლოთ უცხოელების კარნახსო. ამიტომ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ოპონირების, როდესაც ჩვენს წინ სხედან უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები. სინამდვილეში მაგიდის მეორე მხარეს ქართველი ხალხის რაღაც სეგმენტის წარმომადგენლები არ გვიზის. არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო, რად მინდა მათი ემისრები საქართველოში?! მათი მეორე განმსაზღვრელი კრიტერიუმი ცოდნა და კომპეტენციაა. გადახედეთ, თენგოს დონეზე და იმედზე რომაა ოპოზიცია, იქ რა კომპეტენციაზე უნდა გვქონდეს საუბარი?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
