"როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს"- რომან გოცირიძე
მინისტრები ივანიშვილის ხელში ბუტაფორიები არიან, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს,
- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ქობულიასთან ერთად კიდევ ორი მინისტრი დაინიშნა, თუმცა მხოლოდ ქობულია გაათავისუფლეს, რადგან ის არ ასრულებდა ივანიშვილის ყველა მოთხოვნას.
„მინისტრები ივანიშვილის ხელში არიან ბუტაფორიები, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი უშლის ხელს რაღაცას, რადგან მზიან ადგილას რომ დადგა, შეიძლება მზის სხივი დაგიჩრდილოს. როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს, როგორც ამბობენ ის არ ასრულებდა ყველა მის დავალებას, განსხვავებით სხვა მინისტრებისგან, რომლებიც ადგილზე დატოვა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა ფინანსთა სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტრო მაინც მეორეხარისხოვანია თავის ფუნქციიდან გამომდინარე. სამი ახალი დანიშნული მინისტრიდან ორი დატოვა, ერთი - გაუშვა. იმის გაფორმება, რომ ეკონომიკაში ცუდად არის საქმე, ეს არ არის მხოლოდ ერთ მინისტრზე დამოკიდებული. ეს არის ივანიშვილის მმართველობის შედეგი“,- განაცხადა გოცირიძემ.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი