“პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად” - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.
„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისის მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
