“შეიძლება, ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც; დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია” - ბოჟაძე გახარიას პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე
„ის, რომ გახარიამ სიიდან ადამიანები ამოიღო, ნიშნავს იმას, რომ ის ამ ადამიანებს არ ენდობა, რადგან შესაძლებელია, ვისაც მოუწევს მომავალში პარლამენტის წევრობა, შემოვიდნენ და იმუშაონ იმ 12 მანდატისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუჩერდათ უფლებამოსილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს და გიორგი გახარიას პარტიაში დაპირისპირებას ეხმაურება.
“გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც, იცით, რომ ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კიდეც პარტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია პარტიის შიგნით.
დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, თუმცა, მისი პოლიტიკური გუნდი რომ აღარ არის ერთიანი და შიდა დაპირისპირება აქვთ, ეს ფაქტი უკვე სახეზეა“, – ამბობს ბოჟაძე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
