July 4, 2025

“ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ, საქართველოს მოსახლეობას ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება - რამაზ საყვარელიძე

„უკვე ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ და მხოლოდ იმას ამტკიცებენ, თითქოს დაბარებები მხოლოდ პოლიტიკური მოტივით ხდება. საქართველოს მოსახლეობას ჯერ ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი და იცის, რას ნიშნავს უსამართლობა. ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება. ასეთ ფონზე, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან?“- ამის შესახებ ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Front News-თან აცხადებს.

პოლიტოლოგმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელთა თქმით, კომისიის საქმიანობა „პოლიტიზებული გახდა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა მასობრივ ხასიათს მიიღებს“.

 

მისი განცხადებით, ოპოზიციამ ვერ გაიაზრა, რომ ასეთი თვალშისაცემი ტყუილები ქართველებისთვის აღარც ეფექტურია და აღარც მისაღები.

 

„გვარამია ერთხელ უკვე იყო დაჭერილი და განთავისუფლდა უვნებლად. ახლა თვითონ მივიდა ციხესთან – რატომ? იმიტომ, რომ იცის: ცოტა ხანს ჩაჯდება და “დაისვენებს”. ხალხს არაერთი დაპირება მისცეს და მოატყუეს. იმედგაცრუებულ ამომრჩეველს მხოლოდ ეს დარჩა – იმედის დაკარგვა. ახლა კი, როცა გამოსავალი ვერ ნახეს, თავად აწყობენ საკუთარი დაჭერის სცენარს.
დღეს, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათი დაკავება მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს ემყარება, მაგრამ ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების შემდეგ რატომ უნდა ენდოს მათ საზოგადოება? ოპოზიციამ ვერ გაიაზრა, რომ ასეთი თვალშისაცემი ტყუილები ქართველებისთვის აღარც ეფექტურია და აღარც მისაღები. ასეთ დროს მათი განცხადებები გავლენას კარგავს“- აცხადებს საყვარელიძე.

 

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციამ რაც უნდა სახელი შეიცვალოს ხალხს მეხსიერება არ უქრება, მათ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიგეს არჩევნები, ეს არ არის საზოგადოების პასუხი? ამიტომაც, მათი დაკავებები ხალხს ნაკლებად აღელვებს

 

„წესრიგის დარღვევამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ოპოზიციურად განწყობილი პირები დემონსტრაციულად უჩვენებენ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათთვის არაფერს ნიშნავს. ეს სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაა“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, Front News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

„სხვა ქვეყნებში ასეთი ქმედებები მკაცრად ისჯება. ოპოზიცია ცდილობს სახელმწიფოს კრიტიკულად განაწყოს საზოგადოება, თუმცა შედეგი არ ჩანს – პროტესტზე ადამიანები ცოტა რაოდენობით იკრიბებიან. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ასეთი სცენარი გარკვეულწილად დასავლეთიდან ინსპირირებდეს. როგორც კი ვინმეს დააკავებენ, იმავე საღამოს დასავლელი პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ, თუ „ოცნება“ არავის დააკავებს, არც განცხადებების საფუძველი ექნებათ. ამიტომ ოპოზიცია თავად აწყობს სიტუაციას, რომ შემდეგ დასავლეთს სთხოვოს – დასაჯოს ხელისუფლება“-აღნიშნავს საყვარელიძე.

 

საყვარელიძემ ოპოზიციის ახალ სტრატეგიაზე გადასვლაზეც ისაუბრა. ის ოპოზიციურ სპექტრს ურჩევს, რომ საზოგადოებას პირდაპირ ჰკითხონ – სურთ თუ არა „ოცნების“ “ნაციონალებით” ჩანაცვლება ან მისი განშტოებებით.

 

„ვურჩევ ჯაფარიძეს და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს, საზოგადოებას პირდაპირ ჰკითხონ – სურთ თუ არა „ოცნების“ “ნაციონალებით” ჩანაცვლება ან მისი განშტოებებით. ელისაშვილმა სააკაშვილს პირდაპირ მიმართა, ხელის ჩამორთმევაზე. ჯაფარიძე თავად იყო ნაციონალების დროს. მელია, გვარამია და სხვა ლიდერები უმეტესად ამ ძალასთან არიან დაკავშირებული.
შეიცვალონ რაც უნდა სახელი, ხალხს მეხსიერება არ უქრება. პირდაპირ დააყენონ კითხვა – სურს თუ არა საზოგადოებას „ოცნების“ ნაცებით ჩანაცვლება. ასევე დააყენონ მესამე კითხვაც – ვის არ უნდა არც ნაცები და არც “ოცნება”. ოპოზიციამ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიგო არჩევნები. ეს არ არის საზოგადოების პასუხი? სად არის გაყალბების მტკიცებულებები?

 

ამიტომაც, მათი დაკავებები ხალხს ნაკლებად აღელვებს. ასეთი მდგომარეობა – როცა ოპოზიციის დაჭერაზე ხალხი არ აპროტესტებს – თავისთავად მეტყველებს. ერთსა და იმავეს გამუდმებით გიმეორებენ და სწორედ ესაა მათი მარცხის მთავარი მიზეზი“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

წაკითხვა 87 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.