,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ,”- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „სქაი ნიუსის“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამ მიზნით პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობის შეზღუდვას გეგმავს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას. საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ. საქართველო უნდა იყოს დაზიანებული, საქართველოში უნდა მიმდინარეობდეს რევოლუციური პროცესები“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის და დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
- იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
