რატომ სურთ აფხაზებს სოხუმისთვის სახელის გადარქმევა
"ცხინვალის რეგიონსა და აფზახეთში ქართული ქალაქებისთვის სახელის გადარქმევას აპირებენ.
ოსებმა ახალგორს 11 წლის დაარქვეს ლენინგორი, ახლო მომავალში კი შეიძლება ცხინვალს სტალინირი დაარქვან. ეს სახელი ამ ქალაქს კომუნისტების დროს უკვე ერქვა. ცხინვალისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდა... აფხაზეთის მთავარი ქალაქისთვის სახელის გადარქმევის სურვილის სოხუმშიც გამოთქვეს. ამის შესახებ უკვე აქტიურად მიდის საუბარი ადგილობრივ მედიაში. სოხუმისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით იურისტი რამგარ მარშანი გამოვიდა. აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტი მიიჩნევს, რომ სახელწოდებას სოხუმი უკვე ყავლი გაუვიდა. მისი თქმით, აფხაზეთის მთავარი ქალაქის სახელწოდება ხშირად იცვლებოდა და მიაჩნია, რომ ახლაც მოვიდა ცვლილებები დრო”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით აფხაზები სოხუმისთვის სახელის გადარქმევას აპირებენ.
“სოხუმს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა. ყველა სახელი რაღაც დროის შემდეგ შეიცვალა, ისტორიას ჩაბარდა, მაგალითად, დიოსკურია და სებასტოპოლისი. დიოსკურია მცირე აზიელმა ბერძნებმა დააარსეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. რომაელები აქ მოვიდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 65 წელს და ქალაქს სებასტოპოლისი უწოდეს”, - ამბობს მარშანი. მის გარდა სოხუმისთვის სახელის გადარქმევის სურვილი სხვებსაც აქვთ. ერთ-ერთ ვერსიად აყუა განიხილება - აფხაზთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რაკი ეს სახელი სოხუმს ადრეც ერქვა, ახლაც შეიძლება, რომ ეს სახელი დაარქვან. მარშანის აზრით, ამ სახელწოდების დარქმევა რამდენიმე მიზეზით არ შეიძლება. მისი თქმით, მსოფლიოში ვერ ნახავთ ქალაქს, რომლის დასახელებაშიც მხოლოდ ერთი თანხმოვანია. ამას გარდა მარშანი ამბობს, რომ სახელი აყუა მომდინარეობს ადიღეური სიტყვიდან, რაც ითარგმნება როგორც მღვრიე წყალი, აყუა შეიძლება დაერქვას სოფელს, მაგრამ არავითარ შეთხვევაში ქალაქს, - მიაჩნია აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტს. მარშანის აზრით, სოხუმს ამრა უნდა დაერქვას, ამრა აფხაზურად ნიშნავს მზეს და ეს სახელი ყველასთვის მისაღებია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რამგარ მარშანის თქმით, სახელწოდება ამრა უცხოელებისთვისაც მისაღები იქნება და ეგრევე მიხვდებიან, რომ საზღვაო ქალაქთან აქვთ საქმე. მისი თქმით, “სოხუმი არის მზის და ზღვის ქალაქი, ამიტომ ეს სახელი ყველაზე მეტად შეეფერება მას”. მისივე აზრით, არც ის უნდა იყო შემთხვევითი, რომ ომის დროს სოხუმის სანაპიროზე არსებული წარწერა ამრა გადარჩა... მარშანი დარწმუნებულია, რომ აფხაზები ამრას მალე აიტაცებენ, რადგან აფხაზეთში ბევრ ობიექტს ჰქვია ამრა და ეს სახელი უცხო არავისთვის იქნება”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი