"ევროკავშირი არ აღიარებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს"
ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს,
- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა, მაია კოჟიანჩიჩმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
