,,კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობაში” ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ” – ირაკლი ზარქუა

კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

ზარქუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს ატყუებენ.

,,ჩერგო” რამის დამთმობია? გამორიცხულია. ის ბელადი იქიდან რამის დამთმობია?! ახალ ვარცხნილობასთან ერთად, “პრიჩოსკა” აქვს, სიახლე შემოიტანა პოლიტიკაში, რამის დამთმობია? იქიდან დირიჟორობს. რევოლუციური გადაწყვეტილება შემოიტანა – ნანუკა შემოჰყავს პოლიტიკაში. აქამდე რა, არ იყო ნანუკა? იყო, მაგრამ ახლა მორიგი სიგიჟე უნდა. თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ახალი სისხლიო. ვინ არის ახალი? ქალი დღე და ღამე მმართველი პარტიის ლანძღვაშია და “ნაცმოძრაობის” გვერდით მიშას პლაკატებით დარბის. ახალი კადრია? არა. ერთმანეთს ატყუებენ. თან უნდათ, იმ ე.წ. ალიანსში პირველობა აიღონ და აჯაფსანდალია. სიმართლე გითხრათ, ისინი არც მაინტერესებს, ვხალისობთ ხოლმე. კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ. კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს. ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, “ტოპ ტვინები” მ,,ოჰყავთ”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.

წაკითხვა 133 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.