"ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს"
ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.
კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიერმართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.
„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
Latest from ნინო
- "ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს"- ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოდან
- "რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - ირაკლი კობახიძე
- „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“ - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი განცხადებას ავრცელებენ