"თავი შენ თვითონ გააკონტროლე"- ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს
თავი შენ თვითონ გააკონტროლე და დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს თავი, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა.
დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ ბესელიას შეახსენა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დროის ნახევარი ამოწურა.
"რატომ ნერვიულობთ? ვიცი, რომ თქვენი დროა და შეგახსენეთ, რომ ნახევარი საათი უკვე გავიდა. თუ ერთ საათს მხოლოდ თქვენ იყენებთ, მაშინ მითხარით,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
ბესელიამ მას უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტენ, ვინ რამდენ წუთს გამოიყენებს.
"ჩემი დროა და მიკროფონს ნუ მითიშავ ანრი. მე არ ვნერვიულობ, ვსაუბრობ ცოტა გაბრაზებული. რამდენს გამოვიყენებ, ჩვენ გადავწყვეტთ. ახლა რა დროც დამაკლდა, ისიც დამემატება და ნუ მეჩრებით საუბარში,"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.
თავის მხრივ, ოხანაშვილმა ბესელიას ეთიკური საუბრისა და თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.
"წესიერად ვსაუბრობ. თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით ლაპარაკს. ქალბატონი თამარის ნაცვლად თქვენ ნუ ნერვიულობთ. მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ,"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.
ამის შემდეგ, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბესელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"