November 23, 2024

თბილისს 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარი ეყოლება - საარჩევნო ოლქების ახალი სქემის დეტალები

"საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, სავარაუდოდ როგორ გადანაწილდება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 30 მაჟორიტარული ოლქი, ცნობილია.

30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში გადანაწილდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-ის ნაცვლად მხოლოდ 8 ოლქი იქნება. ახალი 30 ოლქის საზღვრებზე ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულამ” გამოაქვეყნა. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს სქემა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა გარკვეულწილად ემთხვევა იმ რუკას, რაზეც ოპოზიციურმა სპექტრმა და ხელისუფლებამ იმუშავეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისს 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარი ეყოლება - საარჩევნო ოლქების ახალი სქემის დეტალები.

 

“როგორც უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, მთავარი კრიტერიუმი მოსახლეობის რაოდენობა და რეგიონების საზღვრები იყო, “ოცნების” წევრ” მამუკა მდინარაძის განცხადებით კი ეს სქემა მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და არც იმას გამოიცხავს, ახალმა ოლქებმა საბოლოოდ სწორედ ასეთი სახე მიიღოს ან შეიცვალოს. უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ კოსტიტუცია აუცილებლად დაცული იქნება და ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, ოლქების გადანაწილება სამართლიანი იყოს. ოპოზიციური სპექტრისთვის მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების ეს პრინციპი გარკვეულწილად მისაღებია. როგორც “ლელო საქართველოსთვის” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, მისთვის ოლქების ახალი რუკა აბსოლუტურად მისაღებია, რადგან კონსტიტუციაში ჯდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულად ოლქები უნდა განაწილდეს ისე, რომ გადახრა ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობიდან ერთ ოლქში არ აღემატებოდეს 10-15%-ს. ამაზე დიდი განსხვავება აე უნდა იყოს. თბილისს ამის შესაბამისად უწევს 8 საარჩევნო ოლქი. ეს სქემა აკმაყოფილებს პირობებს, რაც ვნახე დაყოფა ლოგიკურად არის გაკეთებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ყველა მცდელობა, ოლქების გადანაწილებით რაიმე მოგება ნახოს უშედეგო იქნება. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ოლქების გადანაწილებას არა რომელიმე პარტია, არამედ კანონის განსაზღვრავს - “მთავარია დაცული იყოს კონსტიტუცია და კანონი, გადანაწილება იყოს პროპორციული გარკვეული გამონაკლისების გარდა, რაც მთაინ რეგიონებსა და ზიგიერთ ნიუანსს ეხება, რაც დარეგულირებულია კანონით”, - ამბობს გოცირიძე, რომლის თქმით, თავად “არ დაუთვლია, მაგრამ ალბათ საკმარისი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

 

30 საარჩევნო ოლქის სამუშაო ვერსია ასეთია -

  • რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი: 1 საარჩევნო ოლქი;
  • სამეგრელო (3 საარჩევნო ოლქი):
    • ხობი, ფოთი და სენაკი 1 დეპუტატი.
    • აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა 1 დეპუტატი.
  • ზუგდიდი 1 დეპუტატი;
  • იმერეთი (4 საარჩევნო ოლქი):
    • ვანი, სამტრედია, ხონი და წყალტუბო 1 დეპუტატი;
    • ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული 1 დეპუტატი;
    • ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე 1 დეპუტატი;
    • ქუთაისი 1 დეპუტატი;
  • გურია: 1 საარჩევნო ოლქი;
  • აჭარა (3 საარჩევნო ოლქი):
    • ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი 1 დეპუტატი;
    • ხელვაჩაურის მეორე ნაწილი და ქობულეთი 1 დეპუტატი;
    • ბათუმი 1 დეპუტატი;
  • შიდა ქართლი: 2 საარჩევნო ოლქი;
  • ქვემო ქართლი: 3 საარჩევნო ოლქი;
  • სამცხე-ჯავახეთი: 2 საარჩევნო ოლქი;
  • მცხეთა-მთიანეთი: 1 საარჩევნო ოლქი;
  • კახეთი (2 საარჩევო ოლქი):
    • საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი და დედოფლისწყარო 1 დეპუტატი;
    • ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი 1 დეპუტატი.
  • თბილისი: 8 საარჩევნო ოლქი.
წაკითხვა 467 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.