მაშველი რგოლი: რატომა მნიშვნელოვანი მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობა
რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ («Известия») გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიასადა ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფონზე (12 ნოემბერს, სოჭში) რუსულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხებია განხილული.
პუბლიკაციის სათაური ასე ჟღერს: „მაშველი რგოლი: რატომა მნიშვნელოვანი მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობა“ (ავტორი - დიმიტრი ლარუ).
„კორონავირუსი ეპოქაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოტა ვინმეს თუ ხვდება, მასთან ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. და ამ ფონზე ვლადიმერ პუტინს ხვდება ასლან ბჟანია, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტად აპრილში აირჩიეს. მოკლედ, ეს ფაქტი შეიძლება სენსაციადაცჩაითვალოს.
მოსკოვს კორონავირუსთან დაკავშირებით მაინცდამაინც იოლი დღეები არ უდგას, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაშიც კი რუსეთი აფხაზეთს არ ივიწყებს და კორონასთან ბრძოლაში ეხმარება. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, გუდაუთის საავადმყოფოში რუსი ექიმები მუშაობენ, რომლებმაც რესპუბლიკაში 4,8 ათასი ინფიცირებული გამოავლინეს და მათ მკურნალობენ. თავის მხრივ, სლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს განზრახული აქვს სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები რუსეთთან მიმართებაში. მან ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.
რუსეთი აფხაზეთისთვის მთავარ პარტნიორად რჩება: მისი ეკონომიკის 70% რუსეთთანაა დაკავშირებული - ეს ვლადიმერ პუტინის სიტყვებია. რუსეთიდან აფხაზეთში შედის საკვები პროდუქტები, მინერალური მასალები, ნავთობპროდუქტები, ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქცია, მანქანები და სხვადასხვა მოწყობილობები, ხოლო აფხაზეთიდან რუსეთში - ხილ-ბოსტნეული, ღვინის პროდუქცია. თუმცა მოსკოვის როლი სოხუმისათვის უფრო ფართოდ შეიძლება გამოიხატოს: მიმდინარე წელს რუსული საინვესტიციო პროგრამებით აფხაზეთში დასრულდება თითქმის 48 ობიექტის მშენებლობა, რომლებიც წყალმომარაგების, სატრანსპორტო და ელექტროქსელურ ინფრასტრუქტურაში შედიან... ამას ემატება ტურიზმის სფეროც: მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეებისთვის, კორონავირუსის გამო, ევროპული საზღვაო პლაჟები დახურული აღმოჩნდნენ, მათ კარი აფხაზეთმა გაუღო - იქ მოკლე დროში 600 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა “, - აღნიშნულია სტატიაში.
ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრას კომენტარს უკეთებს რუსი ექსპერტი აჯარ ქურთოვი:
„შავიზღვისპირა აფხაზეთი, რომელსაც საკუთარი ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ფინანსური საშუალებები არ აქვს, რუსი ინვესტორისათვის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობისათვის შესაძლებლობები საკმაოდ დიდია. ტურისტული ბიზნესი მხოლოდ სასტუმროები და პლაჟები არ არის, ეს სატრანსპორტო და აგრარული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ნიშნავს. ამასთან, აფხაზეთის ტურიზმის განვითარებაში მოსკოვს ძლიერი კონკურენტი ჰყავს - თურქეთი, რომლის კომპანიები პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტიურად მუშაობენ. უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთს თურქეთთან, ისტორიული მიზეზით, საკმაოდ ფართო კავშირები აქვს (მუჰაჯირობის გათვალისწინებით). დრეს თურქეთში ერთობ მრავალრიცხოვანი აფხაზურა დიასპორა ცხოვრობს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება აფხაზეთის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, დღეისათვის სოხუმი აქტიურ საერთაშორისო მოთამაშეს არ წარმოადგენს, გასაგები მიზეზების გამო, თუმცა მას მჭიდრო სამხედრო კავშირები აქვს რუსეთთან.
„ბუნებრივია, მოსკოვთან სამოკავშირეო ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, აფხაზეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს დსთ-ის ინსტიტუტის თანამშრომელი, პოლიტოლოგი ვლადიმერ ევსეევი, - აფხაზეთს რუსეთისათვის რაიმე დიდი დახმარების გაწევა არ შეუძლია, მაგრამ მის ტერიტორიას დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ნატოში სწრაფვასთან გათვალისწინებით. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მაშინ სამომავლოდ მის ტერიტორიაზე მძლავრი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაჩნდება. სხვათა შორის, საქართველოში 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩადის და ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ მისი შეხვედრის დროს საქართველოს ხელმძღვანელობასთან სამხედრო ბლოკის გაფართოების საკითხიც იქნება განხილული. ამიერკავკასიაში ნატოს ბაზების გაჩენას კი რუსეთი თავისი ყოფნის გაძლიერებით უპასუხებს. ამჟამად აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა დისლოცირებული (გუდაუთაში).
ექსპერტის თქმით, რუსეთს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია აფხაზეთში თავისი დაჯგუფება სწრაფად გააძლიეროს. მოქმედებს სოჭი-სოხუმისრკინიგზა, რომლის მეშვეობითაც მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა ოპერატიულად განხორციელდება. „თუმცა მთავარი ამოცანა მაინც რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ძალების ოპერატიული ურთიერთშეთავსებაში მდგომარეობს, აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს ერთობლივი სწავლებები, რათა აფხაზი კოლეგები სამხედრო ცოდნას უკეთ დაეფლონ“, - ასკვნის ექსპერტი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://iz.ru/1086377/dmitrii-laru/spasatelnyi-drug-pochemu-vazhny-otnosheniia-moskvy-i-sukhuma
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"