საქართველოში ახალი არჩევნების აუცილებლობის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან კარგი საუბრი მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩვენი ნათქვამი თუ ილუზიები იყო, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რატომ საუბრობს იმავეს, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“? აქ რომ ჭკუას გვასწავლიან, შეეწინააღმდეგონ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო.
“უკვე სავსებით აშკარაა, რომ ხელისუფლება აშენებს ავტორიტარიზმს და ამ გზაზე სამ ფაზას გადის: პირველი - ეს არის ძალაუფლებაზე ერთპიროვნული კონტროლის დამყარება ანუ ინსტიტუციური წესრიგის გაუქმება და ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მონოპოლია ძალაუფლებაზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აქციების დროს დაკავებულებს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ოჯახებს, ასევე საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, დაუწესდება შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით.
