"ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი"- ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ არის დისკრედიტაცია.
„რაც შეეხება თავად კანონის შეფასებას, თავის დროზე აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება, რომ წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს, თავად დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, NED, EED და სხვა ფონდები, გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებისთვის გამოიყენებოდა, ამის შემდეგ გახსოვთ, ილონ მასკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ამ კონტექსტში, რომ USAID და NED ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას. ისედაც ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში გვქონდა რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ამაში პირდაპირ იყო ჩართული USAID, NED, ამერიკის ყოფილი ელჩი შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
