“ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა” – შალვა პაპუაშვილი
“ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, დემოკრატიის არაღიარების მიზანი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა.
“ენჯეოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა. საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე.
საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არც ერთხელ (!) არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია.
პასუხისმგებლობიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც “დახმარების ეფექტიანობის შესახებ” პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა”, – წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
