„გულწრფელად ვამბობ, საერთაშორისო პლატფორმებზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით.
,,საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ – ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართული”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ეხებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ წერილს, რომელიც EPP-ის წევრებმა არასაჯაროდ გაუგზავნეს ევროკომისიის წევრებს, სადაც საუბარია, რომ „საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება“.
„ყველაფერზე არსებობს ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით და სტრასბურგის პრაქტიკით არგუმენტირებული პასუხი და მოუწევდათ გაჩუმება ამ საკითხებთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს.
ახალი რედაქციის ,,საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება.
300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
